“გუცა” ისტორიული სასტუმროა. ეს ნაგებობა ქ. თბილისის ერთ-ერთი მშვენებაა, რომელიც საზოგადო მოღვაწის და საპატიო მოქალაქის მიქაელ არამიანცის მიერ იყო აშენებული.
თავდაპირველად შენობა ქალაქში ჩამოსული სხვადასხვა მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად იყო განკუთვნილი.
1904 წელს არამიანცმა ეს სახლი მშვენიერ ევგენია შხიანცს აჩუქა. დროთა განმავლობაში შენობამ დაკარგა თავისი თავდაპირველი დანიშნულება, თუმცა დღეს იგი იბრუნებს თავის ფუნქციას.
სასტუმრო გუცა
სასტუმრო მდებარეობს მეტრო „რუსთაველთან“ კოსტავას ქუჩაზე. (რუსთაველის გამზირის გაგრძელებაზე). მისმართი: საქართველო, თბილისი, კოსტავას ქ. №12 ტელ: (822) 98 77 55 ; 98 23 10; 99 95 53 მობ. (+995) 99 500 222